სამართალდამცავებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 1 პირი

სამართალდამცავებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი და 227 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

შსს-ის ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი 250 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიაედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ