სამართალდამცავებმა ერთი მოქალაქე დააკავეს

dakvბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლების მიერ გამართულ აქციაზე, სამართალდამცავებმა ერთი მოქალაქე დააკავეს. დაკავებული აქციის მონაწილე გახლდათ. მშობლებმა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე ბაღების სააგენტოს ოფისთან სავალი გზის გადაკეტვა სცადეს, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ამ დრომდე ადგილზე იმყოფება.

აღსაზრდელების მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბაღების დირექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ.

„ჩემი შვილის უფლებებს ვიცავ, ჩემს შვილს დეფექტიანს ეძახიან დემოკრატიულ ქვეყანაში და პოლიცია გვირტყამს“, – განაცხადა დაკავებულმა.

დაკავებული ქალბატონი გახლავთ თამარ იარაჯული, რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 173-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იარაჯულის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება. მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი დაიცავს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა რუსეთი სმოლენსკის მსხვერპლთა ცხედრების შეცვლაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ლუსტრაციის მოთხოვნით აქციები იმართება