,,სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ ადვოკატების მხრიდან” – თორდია

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების დღევანდელ განცხადებას, სადაც უფლებადამცველებმა ლაშა თროდია მოწმეებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს, აუდიტის სამსახურის უფროსი პასუხობს. ლაშა თორდიამ ადვოკატების განცხადებას სამარცხვინო უწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს.

„ჩვენ მორიგი სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ ადვოკატების მხრიდან, თუმცა ეს არ არის მთავარი თემა. მთავარია, რომ სისხლის სამართლის საქმე არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რათა არ მოხდეს ვიდეოჩანაწერების ამოღება. მე მართლაც მინდა მოვუწოდო ყველა მოწმეს, რომ მათ ღიად ისაუბრონ იმაზე, რაც მოხდა იმ დაწესებულებაში. მე არანაირ მუქარას და დაცინვას არ ვახორციელებ. მე არავინ მომიხსენიებია ცინიკურად, გარდა ადვოკატებისა“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

რაც შეეხება დასკვნას, რომლის დროულად გამოქვეყნებას ფარცხალაძის ადვოკატები მოითხოვენ, თორდიას თქმით, ის მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

„დასკვნა მომავალ კვირას გამოქვეყნდება. დასკვნაზე მუშაობა ჯერ არ იყო დასრულებული, როცა აღნიშნული ფაქტი მოხდა. რომც არ იყოს კორუფციული თემები დასკვნაში, თუმცა მასში ეს თემები არის, არავის აქვს უფლება თავს დაესხას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს“, – აღნიშნა თორდიამ.

banner
წინა სტატიაშიმე როგორც ნონას დას და ოთოს დას მიჩნდება პროტესტი საქართველოს შვილი მერქვას
შემდეგი სტატია“ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ საქმის ობიექტური გამოძიებით” – ნანუაშვილი წოწორიას ოჯახში ჩატარებულ ჩხრეკაზე