სამაგალითოდ დასჯილი “თავისუფალი დემოკრატებისა” და შესაწირი “რესპუბლიკელების” სახით

“თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკლები”, უფრო სწორედ, დავით უსუფაშვილი, წინა პარლლამენტში ბიძინა ივანიშვილისთვის საპარლამენტო მუშაობის იმიტაციის ერთ-ერთი მაჩვენებლი იყო. მეეჭვება, ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილს ასე იოლად შელეოდა, რომ არა ბოლო წელს კოალიციაში გაჩენილი “რესპუბლიკელების” დასჯის მოთხოვნა. “თავიუსფალი დემოკრატების” პარლამენტსმიღმა დარჩენა კი, ივანიშილის პირადი ვენდეტის ნაყოფია.

ივანიშვილმა, ზუსტად გამოთვალა (ალბათ მოსმენებით), რომ “რესპუბლიკელები” მის ლანძღვაზე გადავიდოდნენ. ასე რომ, საპარლამენტო კადრის დაკარგვის სინანული პირადმა წყენამ გადაფარა, თუმცა “რესპუბლიკელები” ჩუმადაც რომ ყოფილიყვნენ, ეს სიტუაციას დიდად არ შეცვლიდა და შედეგი იგივე იქნებოდა, რადგან მათი მოცილების გადაწყვეტილება „ოცნების“ ხელისუფლების უნიათობის გადასაფარავად იყო საჭირო, ანუ ხალხი თავებს ითხოვდა, რაც “რესპუბლიკელების” სახით მიიღო.

იგივე ბედი ეწიათ “თავისუფალ დემოკრატებს”, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბოლოს “გამოსწორდნენ” და პარტიაში შემავალი პოლიტიკოსები საცდელი ვადით დაისაჯენ, თუმცა ისინი, “რესპუბიკელებისაგან” განსხვავებით, ბიძინას კარზე უმუშევრები არ დარჩებიან.

“კოზა ნოსტრამ” ვერდიქტი გამოიტანა! “პატრიოტთა ალაინსის” 5%-იანი ბარიერით კი, ივანიშვილმა მშვენიერი მაგალით ანახა მათ, ვინც მომავალში ურჩობას აპირებს. იმედია, ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ პარტიის 5%-ის “ქანაობა ბიძინა ივანიშვილის პირადი სურვილი იყო.

გიორგი ალანაია

banner
წინა სტატიაშიტრამპმა დებატების წინ ნარკოტესტის გავლა შესთავაზა ჰილარი კლინტონს
შემდეგი სტატიაგერმანიის მთავრობამ სირიელის თვითმკვლელობაში საკუთარ შეცდომებზე ისაუბრა