სალვადორში კომპანია Mossack Fonseca-ს ოფისი გაჩხრიკეს

14სალვადორის სამართალდამცველებმა კომპანია Mossack Fonseca-ს ადგილობრივ ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში გლობალურ სკანდალში გაეხვა.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა კომპიუტერები და ფირმის დოკუმენტები, ნათქვამია სალვადორის გენპროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ჟურნალისტ-გამომძიებელთა კონსორციუმმა კომპანია Mossack Fonseca-დან გაჟონილი დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც ათასობით არადეკლარირებულ კომპანიასა და დამალულ გადასახადებზეა საუბარი.

Mossack Fonseca-ს ხელმძღვანელმა გამოქვეყნებულ მასალებს სისხლის სამართლის დანაშაული უწოდა.

banner
წინა სტატიაშიპანამა “ფეიფერსის” მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში დავით კეზერაშვილი ფიგურირებს
შემდეგი სტატიალავროვმა რუსეთის შიდა პოლიტიკის ახალი კონცეფცია დააანონსა