სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მიესალმება

სალომე ზურაბიშვილი - არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ

მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მიესალმება.

„მივესალმები სანდრა რულოვსის რეალისტობას და ასევე მივესალმები სამეგრელოს, რომელმაც გააკეთა ღირსეული არჩევანი, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა ის თემა, რომ სამეგრელოში არიან უფრო მეტი “ნაცები” ვიდრე სხვაგან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა გუშინ მოხსნა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

როგორც რულოვსმა აღნიშნა, არჩევნები უსამართლოდ ტარდება და მეორე ტურში მონაწილება მისთვის შეურაცხმყოფელია.

banner
წინა სტატიაშირამაზ საყვარელიძე: სანდრა რულოვსმა დამარცხებას გაქცევა ამჯობინა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი დავით რაქვიაშვილზე: ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრია