სალომე ზურაბიშვილი კენჭს ფოთის მაჟორიტარად იყრის?

 

zurabishvili„თაიმერის“ კონფიდენციალური ინფორმაცია, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გამართლდა – საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია „საქართველოს გზის“ დამფუძნებელი და ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამჯერად გაერო-ში მოღავწეობს, 2016 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილ არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება, ანუ ქალბატონი ზურაბიშვილი კენჭს ისე იყრის, როგორც მაჟორიტარი.

შეგახსენებთ: დაახლოებით, ერთი კვირის წინ, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავდა. მაშინ ჩვენმა წყარომ „თაიმერთან“ საუბრის დროს ისიც აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი შეიძლება, რაღაც ფორმით „ოცნებასთან“ ყოფილიყო მიბმული. ამჯერად კი, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი კენჭს ფოთის მაჟორიტარად იყრის.

„ის, რომ ზურაბიშვილმა მაინცდამაინც ფოთის მაჟორიტარობა გადაწყვტა, პირადად მე, არ მიკვირს – ბოლოს და ბოლოს, ფოთი ნიკო ნიკოლაძის აშენებული ქალაქია, სალომე კი, ნიკოლაძის შთამომავალია,“ – ამბობს ჩვენი წყარო და იმის ვარაუდსაც გამოთქვამს, რომ „ოცნებამ“ ზურაბიშვილს ფოთში შეიძლება, კონკურენტი არ დაუყენოს, ანუ ეს ივანიშვილსა და ზურაბიშვილს შორის შეთანხმების ნაწლი შეიძლება იყოს.

ზოგადად, ზურაბიშვილი ბოლო ათწლეულის ქართულ პოლიტიკაში საინტერესო ფიგურა თუნდაც იმიტომ არის, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეა და 2000-იანი წლების დასაწყისამდე საქართველოში მის შესახებ არავინ, ან თითქმის არავინ არაფერი იცოდა.

ჩვენმა წყარომ სალომე ზურაბიშვილის „ფრანგ ქართველობას“ ხაზი საუბრის დროს რამდენჯემრე გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველოზე ფრანგულ პოლიტიკურ ისტემბლიშმენტს ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა და აქვს.

„ამ კონტექსტში თუნდაც აგვისტოს ომს გაგახსენებთ, როცა ქართულ-რუსული ურთიერთობის მოგვარება საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, სარკოზმა სცადა – თბილსშიც ჩამოვიდა და რუსთაველზე შეკრებილი „ნაცაქტივისტები“ სულ „სარკო-სარკო“-ს სკანდირებდნენ,“ – იხსენებს ჩვენი წყარო.

რაც შეეხება თავად სალომე ზურაბიშვილს, ის „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში, საქართველოში საფრანგეთის ელჩი იყო და თუ ჩვენს ქვეყანაზე საფრანგეთის გავლენას, ამასთან, პოლიტიკურ თამაშებსაც გავითვალისწინებთ, ალბათ, არც ეს ელჩობა იყო შემთხვევითობა, მით უმეტეს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრად დანიშნა.

„ეს, პრინციპში, პრეცედენტი იყო, როცა ერთი ქვეყნის ელჩი მეორე ქვეყნის საგარეო უწყებას ჩაუდგა სათავეში, თუმცა ამას დიდი სკანდალი არ მოყოლია, ანუ იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის ინიციატივას, თუ ეს მართლა მისი ინიციატივა იყო, ფრანგული მხარე უყოყმანოდ დასთანხმდა. არადა, ქალბატონი სალომე, როგორც ვიცი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი კადრი იყო და თავის კადრს, როგორ წარმოგიდგენიათ, ასე იოლად დასთმობდა?“ – კითხულობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

სალომე ზურაბიშვილის, როგორც საქართველოს საგარეო მინისტრის „ანგარიშზე“ არის საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ის, პრაქტიკულად, პირველ ქართველი ჩინოვნიკი იყო, რომელიც რუს კოლეგებს თარჯმნის დამხარებთ, ქართულად ელაპარაკებოდა და ამას იმით ხსნიდა, რომ რუსული არ იცოდა, თუმცა როგორც „თაიმერს“ უთხრეს, ზურაბიშვილმა რუსული, ლოგიკით, უნდა იცოდეს, რადგან თავის დროზე საფრანეგთის საგარეო უწყებაში საბჭოთა და შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების განყოფილებაში მუშაობდა. უფრო მეტიც, გაერო-ში განიარაღების კომიტეტში ლავროვთან  ერთად მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

dsa

ასე იყო თუ ისე, სააკაშვილის „დიდი მონაპოვარი“, ანუ სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სააკაშვილს აუმხედრდა – არათუ საგარეო მინისტრობიდან გადადგა, არამედ, „ნაციონალურ“ საქართველოში პირველი იყო, რომელმაც ქუჩაში აურაცხელი რაოდენობის ხალხი გამოიყვანა – იპოდრომი გაავსო და სწორედ მაშინ თქვა თავისი ცნობილი სიტყვები: „ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან!“

ამის შემდეგ ქალბატონი ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო. მართალია, „ქაჯების“ განდევნა ვერ მოახერხა, მაგრამ წლების გამავლობაში, ოპოზიციის ავანგარდში იდგა. ბედის ირონიით, 2009 წლის დიდი ოპოზიციური გამოსვლებისას, მას ნინო ბურჯანაძის, ასე ვთქვათ, თანამებრძოლობაც მოუწია. არადა, თავის დროზე ითქვა, რომ სააკაშვილთან ურთიერთობა სწორედ ბურჯანაძის გამო დაეძაბა.

სხვადასხვა დროს, სალომე ზურაბიშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ირაკლი ალასანიასთან, მაგრამ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ის ყოველთვის ალასანიას საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ზურაბიშვილის პარტია კოალცია „ქრთულ ოცნებას“ მხარს ღიად უჭერდა და მისი პარტიის სტაფი „ოცნების“ სარჩევნო კამპანიაშიც იყო ჩართული, თუმცა არჩევნნების შემდეგ, „საქართველოს გზამ“ რამდენჯერმე „ოცნება“ გააკრიტიკა.

დღევანდელი მონაცემებით, ზურაბიშვილის პარტია არცთუ ისე მოქმედია.

რაც შეეხება ზურაბიშვილის მაჟორიტარობას, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, ფოთში ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გავრცელდა და ფოთელების აღფთოვანებაც გამოიწვია.

„ვერ გეტყვით, რომ მთელი ფოთი სალომეს გევრდით დადგება, მაგრამ ის ადამიანები, ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს, მზად არიან, ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ, რადგან ისინი ეკა ბესელიას დეპუტატობით იმედგაცრუებულები და გადარეულები არიან და ამბობენ, რომ სალომეზე უკეთს დეპუტატს ამ ეტაპზე ვერც ინატერებენ. ფოთელებმა ისიც მითხრეს, ეს ბიძინა რას გვერჩოდა, ნუთუ, არ ვეცოდებოდით, ბესელია რომ გამოგვიგზავნა მაჟორიტარად. სალომეს კი, რაც უნდა იყოს, ფოთი ეყვარება, ბოლოს და ბოლოს, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია და ეს ქალაქი სწორედ ნიკოლაძემ დაარსაო,“ – ციტირებს „თამერის“ წყარო ადგილიბრივი მოსახლეობის სიტყვებს.

 

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა ჰაკერი ლუკა ფეიქრიშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკარდიოლოგი ნინო ნადირაძე მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრი გახდა