სალომე სამადაშვილი: აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე

საპარლამენტო უმცირესობაში იმედოვნებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობები ნებისმიერ შემთხვევაში შენარჩუნდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საქართველოს მომავალზე პირდაპირ აისახება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. მისი შედეგები პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ამ ქვეყანაში დემოკრატიის მომავალზე. მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნების შედეგად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება ჩვენს ქვეყანასთან. იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, არ უნდა მოველოდოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება შეძლებს ამ სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას ან დაცვას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ დროის მონაცემებით, საკვანძო შტატებში პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.

ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპს 244 ხმა აქვს მოპოვებული, „დემოკრატ“ ჰილარი კლინტონს კი – 209.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიქურდობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : ახალ ადმინისტრაციებს ამერიკასა და საქართველოში ექნებათ დიდი სივრცე, რათა განვავითაროთ ურთიერთობები