სალომე ჩარკვიანის ახლობლები გუშინდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

“ცენტრ პოინტ აჭარას” დირექტორის სალომე ჩარკვიანის ახლობლები მოსამართლის გუშინდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.- ამის შესახებ ჩარკვიანის მეგობრების მიერ დაწერილ მიმართვაშია ნათქვამი.

როგორც ჩარკვიანის მეგობრები წერენ, ყველასათვის უდიდესი მოულოდნელობა იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მოხედვითაც სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

“დიდი მადლობა საზოგადოებას თანადგომისთვის. სალომესთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა.
პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ რომ ყველასათვის უდიდესი მოულოდნელობა იყო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება. ვინაიდან იმედი გვქონდა, რომ მოსამართლე მხედველობაში მიიღებდა იმ უამრავ ფაქტორს, რომელთა გათვალისწინებითაც სალომე ისე გააგრძელებდა გამოძიებასთან თანამშრომლობას, რომ არ მოწყდებოდა შვილებსა და ოჯახს. აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ სალომეს პროკურატურა ედავება “ცენტრ პოინტ აჭარის”, შპს “მაგნოლიის” საქმეზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას, რასაც ასაბუთებს იმითი რომ, გარკვეულ დოკუმენტაციაზე სალომეს ფაქსიმილია ფიქსირდება. აბსურდია 2004-2005 წლებში (როდესაც სალომე 22 წლის იყო და აღნიშნული მშენებლობა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო) სალომეს წვდომა ქონოდა კომპანიის ფულად სახსრებთან, რასაც კომპანიის დამფუძნებლებიც ადასტურებენ.

ამ ეტაპზე ვაპირებთ მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში. გვინდა გამოვთქვათ იმედი რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და სასამართლოდანვე გაათავისუფლებს მას.პატივისცემით სალომე ჩარკვიანის მეგობრები”.- ნათქვამია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს, მის ხედვას, მის გუნდს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვების ძალიან მაღალი შანსი აქვს