სალმან რუშდი, ჯონათან ფრანზენი, მარგარეტ ეტვუდი და ათობით სხვა მწერალი პუტინს რეჟისორ სენცოვის განთავისუფლებას სთხოვენ

ამერიკის პენ-ცენტრმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვა გაავრცელა უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის ციხიდან განთავისუფლების თხოვნით, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 20 წელი მიუსაჯეს ტერორიზმის ბრალდებით. ოლეგ სენცოვი უკვე მეოცე დღეა შიმშილობს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ აუცილებელია სენცოვის დაუყოვნებლივ განთავისუფლება, რადგანაც ამაზეა მისი სიცოცხლე დამოკიდებული. რეჟისორი 14 მაისიდან შიმშილობს და მოითხოვს რუსეთის ციხეებიდან პოლიტპატიმტების განთავისუფლებას.
მიმართვას ხელს აწერენ ამერიკელი მწერალი ჯონათან ფრანზენი, ბრიტანელი ლიტერატორი სალმან რუშდი, მუსიკოსი და პოეტი პატი სმიტი, მწერალი მარგარეტ ეტვუდი და სხვები.

2017 წლის მარტში ამერიკულმა პენ-ცენტრმა ოლეგ სენცოვს საპატიო ჯილდო მიანიჭა თვითგამოხატვის თავისუფლებისათვის.

რეჟისორი ყირიმის ტერიტრიაზე ტერაქტის მომზადებისა და პარტია “ედინაია რასიას” ოფისისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დააკავეს.
ივნისის დასაწყისში სენცოვის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს 80 ქალაქში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიტეხასის მკვიდრს გველის მოკვეთილმა თავმა უკბინა
შემდეგი სტატიაუზბეკს, რომელმაც სტოკჰოლმში ხუთი ადამიანი გაიტანა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს