სალხინოში ცაავების ოჯახი დააყაჩაღეს

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ცაავების ოჯახს  ყაჩაღები თავს დაესხნენ.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა წუხელ მოხდა, ღამის სამ საათზე. როგორც “თაიმერს” მარტვილიდან აცნობეს, ბოროტმოქმედები შეიარაღებული იყვნენ.  ისინი ფულსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ყაჩაღებმა  ოჯახის უფროსს თავში კონდახი ჩაარტყეს . წაღებულია ძვირფასეულობა, ფული და  მობილური ტელეფონები.

როგორც “თაიმერს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 179-მუხლით მიმდინარეობს,რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

ბერდია კალანდია

www. timer.ge

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ვალის გამო ოჯახს შვილი წაართვეს
შემდეგი სტატიათბილისში ინდოელმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა