სალეჰ აბდესლამმა დაკითხვაზე პარიზის ტერაქტის დეტალებზე ისაუბრა

პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი გერმანიის მიმართულებით გადაადგილდება

 

ბელგიაში დაკავებულმა სალაჰ აბდესლამმა, რომელიც გასული წლის ნოემბერში, პარიზში განხორციელებული ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევა, თავდასხმებში საკუთარი მონაწილეობა აღიარა.

სალეჰ აბდესლამი პარიზის ტერაქტების დროს თავის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა. საკუთარი გეგმების შესახებ მან დაკითხვაზე ილაპარაკა.

პროკურატურის ინფორმაციით, აბდესლამს თავი სტადიონთან უნდა აეფეთქებინა, სადაც თამაში მიმდინარეობდა, მაგრამ რატომ გადაიფიქრა, მას გამოძიებისთვის არ უთქვამს. სამართალდამცველების განცხადებით, ტერორისტი გამოძიებასთან თანამშრომლობს, მაგრამ საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ საფრანგეთში სამართლიანი სასამართლო პროცესის იმედი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიმაკა ასათიანსა და გიორგი გაჩეჩილაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
შემდეგი სტატიაანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი ბადრი თოიძე გარდაიცვალა