სალარიძის სკანდალური განცხადება-კალანდია არის ჩემი შვილის მკვლელი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 11, 2018 00:22

სალარიძის სკანდალური განცხადება-კალანდია არის ჩემი შვილის მკვლელი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა “კვირის აქცენტებში”მთავარ მოთხოვნებზე საუბრობს. ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომას ითხოვს და ასევე, აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უნდა შეარჩიონ.

ზაზა სარალიძის განცხადებით, შს მინისტრის მიმართ მას უნდობლობა გაუჩნდა.

„ვიცი, უბრალოდ, თავს შევიკავებ დასახელებისგან, ვინ გასცა ბრძანება ამ ფარდულის ბრძანების, ეს არის გახარიას უწყებიდან. გახარიას, რომ ვუთხარი ამა და ამ ადამიანმა გასცა ბრძანება ფარდულის დანგრევის, ელემენტარული, არც კი იცოდა ვინ იყო ეს პიროვნება, რომელიც საკმაოდ დიდ თანამდებობაზე არის. დავუსახელე სახელი და გვარი და არ ვიცი, ვინ არის ეს კაციო,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის თქმით, მიხეილ კალანდიას ნაცვლად მისი ნათესავი დააკავეს, მაშინ, როცა სარალიძის თქმით, კალანდია არის მისი შვილის მკვლელი.

ზაზა სარალიძე სუს-ის მხრიდან თვალთვალზეც საუბრობს.

სარალიძის თქმით, ქუთაისის მერმა მის ცოლის დას, რომელიც მერიაში მუშაობს, დაავალა, რომ ზაზა სარალიძის აქციას გამიჯვნოდა და ამაში ზაზა სარალიძის მეუღლეც დაეთანხმებინა.

„ჩემ მეუღლეს უნდა გაეკეთებინა რაღაც კომენტარი ანუ, ფაქტობრივად, ჩემი დისკრედიტაციიდან გამომდინარე,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე ასევე, აცხადებს, რომ მისი სოფელში დეპუტატი მოსახლეობას აშინებდა, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე არ წასულიყვნენ.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 11, 2018 00:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics