სალაჰ აბდესლამი დუმილის უფლებას იყენებს

პარიზის ტერაქტებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული სალაჰ აბდესლამი დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბელგიელი პროკურორების თქმით, აბდესლამმა უარი განაცხადა ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ განხორციელებული თავდასხმების შესახებ საუბარზე.

26 წლის სალაჰ აბდესლამი 4-თვიანი ძებნის შემდეგ ბრიუსელში 18 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის ამ დროისთვის ბრიუგეს მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.

თავდაპირველად აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებდა. ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ კი მან საფრანგეთში ექსტრადირება მოითხოვა. ტერორისტის ექსტრადირების საკითხს სასამართლო 31 მარტს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია ჩვენი აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა
შემდეგი სტატიასინოპტიკოსები თვის ბოლომდე არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ