,, საკრებულოში შესვლაზე უარი არ განიხილება – იქნება საპარლამენტო ტრიბუნა, საკრებულო თუ მშვიდობიანი მანიფესტაცია, ”ნაცმოძრაობა” იბრძოლებს ბოლომდე”

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას თუ საკრებულოში. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამასთან დაკავშირებით განცხადებას შესაბამის დროს გააკეთებს.

“მე ვიქნები იქ, სადაც ყველაზე დიდ დისკომფორტს შევუქმნი ბიძინა ივანიშვილს, არაფორმალურ მმართველობას და სადაც ყველაზე დიდ სარგებელს მოვუტან საზოგადოებას. საკრებულო თუ პარლამენტი – ამისთვის ჯერჯერობით არის დრო. როდესაც მოვა შესაბამისი დრო, განცხადებას გავაკეთებ”,- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოში შესვლაზე უარს არ იტყვის.

“ეს საკითხი არ განიხილება. ყველა არენაზე, ეს იქნება საპარლამენტო ტრიბუნა, საკრებულო თუ მშვიდობიანი მანიფესტაცია, ”ნაციონალური მოძრაობა” იბრძოლებს ბოლომდე”,- განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია, რომელიც პარლამენტის დეპუტატია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იყო. პარტიამ არჩევნებში ზღვარი გადალახა და დედაქალაქის საკრებულოში 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

banner
წინა სტატიაშიავარიის შედეგად დაშავებული ფეხბურთელი თამაშის გაგრძელებს რამდენიმე თვეში შეძლებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – რუსული, ფრანგული თუ იტალიური, შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა