საკრებულოში დაპირისპირების გამო შეწყვეტილი სხდომა განახლდა

დედაქალაქის საკრებულოში დაპირისპირების გამო შეწყვეტილი სხდომა განახლდა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყაზბეგის ქუჩაზე მოჭრილი ხეების შესახებ საუბარი გააგრძელა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

„ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მე ველოდები გამოძიებას და არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო. პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, მაგრამ მთავარია, პროცესი მივიდეს ბოლომდე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, თბილისის მერიამ მიიღო საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი და გასცა ნებართვა მხოლოდ ხმელი ხეების გაჩეხვაზე.

“18 საღი კიპაროსის მოჭრაზე ჩვენ ნებართვა არ გაგვიცია“, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიერთერთი შეცდომა მაინც დაუსახელეთ თბილისელებს, რომელიც გამოასწორეთ – ირაკლი აბესაძე მერს მიმართავს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო კანტორას