საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 17:00 საათის მონაცემებით 12 033-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

ცესკოს მონაცემებით საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 17:00 საათის მონაცემებით 12 033-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

ცესკო-ს ინფორმაციი, შვიდ საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება სულ 54 314 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მათივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ გლდანში 17:00 საათის მონაცემებით 11.2 % შეადგინა, გარდაბანში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 26,3%-მა კასპი – 40.3 %-მა, წყალტუბოში -50,4 %-მა, ოზურგეთში -49, 3%-მა ხობში – 44,7%-მა და ზუგდიდში 54,1%-მა.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საოლქო კომისიებში შეტანილია ათი, ხოლო საუბნო კომისიებში რვა საჩივარი. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჩივრები პროცედურულ უმნიშვნელო ხარვეზებს ეხება.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის საარჩევნო უბანზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ჩავიდა
შემდეგი სტატიაკორცხელში მომხდარი ინციდენტის დროს ტელეკომპანია “ოდიშის” ოპერატორი ზვიად აბლოთია დაშავდა