საკრებულოს შენობა საფრანგეთის დროშის ფერებით განათდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა პარიზში დატრიალებული ტრაგედიის სოლიდარობის ნიშნად საფრანგეთის დროშის ფერებით განათდა.

ცერემონიას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს წევრები და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდენენ.

დედაქალაქის მთავრობის წევრებმა 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ფრანგ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს.

გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა, რის შედეგადაც შეიარაღებული პირები რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს დაესხნენ თავს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 127 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

banner
წინა სტატიაში“ეარ ფრანსის” სამგზავრო თვითმფრინავი სხიფჰოლის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა
შემდეგი სტატიადუმის დეპუტატი: სასწრაფოდ არის გასამაგრებელი უსაფრთხოება მოსკოვში