საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის მერიამ კანდიდატურები წარადგინა

თბილისის მერიის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, გიგა ნიკოლეიშვილი. ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე კი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ხუცურაულის, კანდიდატურაა წარდგენილი.

მერის მეორე მოადგილის პოსტზე წარდგენილია იურიდიული სამსახურის უფროსი, ნატო ქიტიაშვილი. იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობა ამ დროისათვის კვლავ ვაკანტურის.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასახელებულია ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი უკლება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ავტომანქანები გადაეცა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენ გვმართავს კანონი