საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

ალეკო ელისაშვილი ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს ელისაშვილის იმ განცხადების ირგვლივ რომლის მიხედვითაც მას უთვალთვალებენ.

პროკურატურაში შესვლამდე საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, რომ პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და არ აპირებს დაკითხვისას არცერთი წყაროს დასახელებას.

ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურის მხრიდან არ იქნება შესაბამისი რეაგირება და უწყება საქმეს არ გამოიძიებს

“ჩემთან დაკავშირებით სპეცსამსახურების აქტივობა დაიწყო მაშინ როცა პირველად გავაკრიტიკე პანორამა თბილისი. როგორც ჩანს ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მუშაობს. წარმოიდგინეთ ფეხით რომ კაცი დადიხარ და მანქანა რომ დაგყვება და დროდადრო ფოტოებს რომ გიღებს.
ყოველდღე ერთიდა იგივე იგივე მანქანააა სხვადასხვა ნომრებით. საქარველოში ყველაფერს ერთი კაცი აკონტროლებს და არც ეს ამბავი არ იქნებოდა ამ თვეების განმავლობაში. მე აქ მოვედი იმიტომ, რომ კანონს ვცემ პატივს,”- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: ეროსი კიწმარიშვილის საქმის ძიება ბოლოშია გასული და უახლოეს მომავალში დასრულდება
შემდეგი სტატია“ექიმები საზღვრებს მიღმა”: ამერიკელები ომის წესებს არღვევენ