საკრებულოს დეპუტატები გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტით დაინტერესდნენ

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ახლადგახსნილი ბიუსტით დეპუტატები დაინტერესდნენ.

საკრებულოს წევრთა ნაწილს კითხვები ძეგლის სტანდარტებზე აქვს. საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილის თქმით, უცნობია ვინ მიიღო ძეგლის დადგმაზე გადაწყვეტილება, რადგან ბიუსტი სტანდარტებს არ შეესაბამება.

„როდესაც გენერალს უდგამ ძეგლს, უნდა დაიცვა გარკვეული სტანდარტები. ძეგლი უნდა გეუბნებოდეს, რომ ეს არის სამხედრო, მაღალი რანგის ოფიცრის ძეგლი და არ უნდა გავდეს პოეტს, მხატვარს და სხვას. მაქვს კითხვა, სად გადაწყდა, ვინ შეარჩია მაზნიაშვილის ძეგლი? კონკურსი ჩატარდა თუ არა?“-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინი: ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილია ბოლო ნაბიჯი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში მთავრობის ჩარევის ნებისმიერი შანსი გამორიცხულია