“საკრებულო არ ახორციელებს საკმარის ზედამხედველობას მერიის საქმიანობაზე”

თბილისის, ზუგდიდისა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაზე წარმოადგენს ანგარიშს დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

ორგანიზაციაში საკრებულოების მუშაობის არაეფექტურობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი მხრიდან სათანადოდ ვერ კონტროლდება მერიის საქმიანობა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა დღესვე კიდევ ერთ ანგარიშს გააცნობს საზოგადოებას, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ გატარებულ რეფორმას შეეხება.

“ძირითადი მიგნება ერთერთი ჩვენი კვლევის, სამივე ქალაქის შემთხვევაში ის არის, რომ საკრებულო არ არის საკმარისად ძლიერი, არ ახორციელებს საკმარისად კარგად ზედამხედველობას მერიის საქმიანობაზე, ასევე პრობლემაა საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი, რომელიც კვლავაც გარკევულ კითხვის ნიშნებს ბადებს, კერძოდ საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან არ არის საკმარისად უზრუნველყოფილი,“ – განაცხადა ერელკე ურუშაძემ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ცხინვალში რუსული ბაზა ახლი ტექნიკითა და შეიარაღებით აღიჭურვა
შემდეგი სტატიაბიუროს სხდომაზე გაირკვევა როდის განიხილავენ დეპუტატები სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს