კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ინიციატივებს ამზადებს. არასაპარლამენტო პარტიები საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობენ, რომელიც საარჩევნო კოდექსში თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა შევიდეს.
პარტიები ასევე ითხოვენ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრას, რომელიც მოქალაქეთა ხელმოწერებითა და ოპოზიციის სახელით პარლამენტშია შესული. საუბარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. არასაპარლამენტო ოპოზიციას “პატრიოტთა ალიანსიც” უერთდება.