“საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ერთპიროვნულად შეიტანს”

„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს პარტია ერთპიროვნულად შეიტანს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასურლებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფართო კონსესუსის საფუძველზე.

„ამისთვის უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი ფორმატი და ყველა საკითხი სწორედ ამ ფორმატში უნდა იყოს განხილული. ყველა საკონსტიტუციო ცვლილება კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ფართო კონსესუსის საფუძველზე. ეს ეხება როგორც პრეზიდენტის არჩევის წესს, ასევე ნებისმიერ სხვა საკითხს. პრეზიდენტის არჩევის საკითხს ვერ განვიხილავთ სხვა ნორმებისგან იზოლირებულად. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ზოგადად მმართველობის ფორმასთან, რომელსაც გარკვეული მოდიფიკაცია ასევე შეიძლება შეეხოს. ჩვენ წინასწარი გადაწყვეტილება მიღებული არც ერთ საკითხზე არა გვაქვს. ყველაფერი უნდა იყოს მიღებული ფართო კონსესუსის საფუძველზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკიდან ირაკლი ალასანიას წასვლის შემდეგ, „თავისუფალ დემოკრატებში“ რეორგანიზაცია განხორციელდება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს