“საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, თუ გაცხადებული პოლიტიკაა -“ყველანი ციხეში”, “ორი გვამი მინდა”

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის თემაზე არ ცხრება ხელოვნურად აწეული ვნებათაღელვა ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობის” და მათთან ასოცირებული ”ექსპერტების მხრიდან.

მანანა კობახიძის აზრით, აღნიშნული მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ნაწილია და მეტი არაფერი.

“საზოგადოება გონიერია და ზუსტად იცის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია მაშინ, თუკი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა-“ნულოვანი ტოლერანტობა”, “ყველანი ციხეში”, “ხელი არ აგიკანკალდეთ, ისე ესროლეთ”, “ორი გვამი მინდა”, “მეტი დაკავებული-მეტი პრემია”, ასეთი ხელისუფლება ამ უმრავლესობის გარეშეც საშიშია! როცა ხელისუფლება ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული და ადამიანის სიცოცხლე და ღირსება მთავარი პრიორიტეტია, იქ საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ შესაძლებლობაა, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს! ეს არის საშუალება ქვეყნის ძირითად კანონში გავასწოროთ ყველა ის ხარვეზიანი ნორმა, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს და რაც, თავის დროზე, კონკრეტული პარტიის და მათი ლიდერების პერსონალურ ახირებებზე იყო მორგებული”.

მანანა კობახიძის განცხადებით, თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ ქვეყანას კიდევ დიდხანს მოუწევს გაუმართავი სახელმწიფო-სამართლებრივი ნორმებით ცხოვრება, რაც მხოლოდ დამაზიანებელია.

“ისეთ გახსნილ, განვითარებულ, აქტიურ და კრიტიკულ სამოქალაქო საზოგადოებას, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია, ყოველთვის აქვს ძლიერი ბერკეტები აკონტროლოს ხელისუფლება და კიდევ უფრო მეტად, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლება სწორედაც, რომ ბეწვის ხიდზე მოგვიწევს სიარული, ვინაიდან ყველა გადაწყვეტილებაზე, მხოლოდ ”ქართული ოცნება” იქნება პასუხისმგებელი და ვერასოდეს შეეცდება ვინმე ”ხელი გაიშვიროს” ოპოზიციისკენ. ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა დემოკრატიულად არჩეული, მაღალი ნდობის მქონე ხელისუფლებისთვის არის კიდევ უფრო მეტი ტვირთი, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და არა კომფორტი, როგორც ეს ქონდა ”ნაციონალურ მოძრაობას”. შესაბამისად, ნუ ცდილობთ საფრთხე დაინახოთ იქ, სადაც ის არ არის. საფრთხე იქნებოდა მაშინ, თუ ” ქართულ ოცნებას” არ ექნებოდა ის უმრავლესობა, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებადაა საჭირო, რაც სტაბილური და ეფექტიანი მთავრობის ფორმირებისთვისაა აუცილებელი. სწორედ ამას ცდილობდნენ ჩვენი ოპონენტები, ქვეყანაში შეექმნათ ქაოსი და არასტაბილური გარემო, რაც აღარასოდეს გამოუვათ. ისინი წარსულში დარჩნენ, ჩვენ, ერთად ვირჩევთ მომავალს, 30 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, მხარს ვუჭერთ 41-ს”, – მიიჩნევს მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიფილიპინების პრეზიდენტი: მიმიფურთხებია ადამიანის უფლებებისთვის
შემდეგი სტატია(video) რუსული ფლოტის მორიგი დანაკარგი