საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავასა და ე.წ კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა არ შედგა

აქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავას და ე.წ კაბელების გაერტანებული საქმის განხილვა არ შედგა.

პროცესი ბათუმში დღეს, 12.00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, პროცესი არ შედგა.

სასამართლოში სამი პირველი კოლეგიის მოსამართლე ქეთევან ერემაძე, კონსტანტინე ვარძელაშვილი და მაია კოპალეიშვილი მივიდნენ. პროცესზე არ მისულან თამაზ ცაბუტაშვილი და მერაბ ტურავა.

მეორე კოლეგიის სამი მოსამართლე – ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე და ოთარ სიჭინავა თბილისში იმყოფებიან. ისინი დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდნენ.

სულ საკონსტიტუციო სასამართლოში 9 მოსამართლეა. სხდომის ჩასატარებლად პლენუმის 9 მოსამართლიდან პროცესზე სულ მცირე 6 მოსამართლე უნდა გამოცხადდეს.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა იქნება, სად ვიქნები არჩევნების შემდეგ
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და USAID-ის პროექტ „ZRDA“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა