საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს – პლენუმის სხდომა ჩაიშალა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 5 წევრის მცდელობა, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე აერჩია, უშედეგოდ დასრულდა.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პლენუმი კვორუმს ვერ აგროვებდა, მოსამართლეთა ნაწილი თავმჯდომარედ სავარაუდოდ ზაზა თავაძის არჩევას მაინც გეგმავდა. ნაწილმა კი კანონიერი უფლება მოფიქრებისთვის, ორკვირიანი ვადა გამოიყენა და სხდომას არ დაესწრო.

დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდნენ ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრი კი ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ დღევანდელი შეკრება ჩაიშალა. განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, ნათქვამია, რომ მოსამართლეებმა დღეს სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებზე.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა.

“პლენუმს 5 მოსამართლე ვესწრებოდით. კვორუმი არ გვჭირდებოდა. ეს დაგვჭირდებოდა იმ შემთხვევაში თუ საკითხებს დავაყენებდით და განვიხილავდით,”- აცხადებს მერაბ ტურავა.

პლენუმის სხდომის ჩაშლა არც მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ სხდომა შედგა.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების ეროვნულ კომისია „რ2“- ის სოციოლოგიურ კვლევებზე მსჯელობს
შემდეგი სტატია“იყო დრო, როდესაც ფეხსაცმელებს მიწმინდავდა” – ირკალი ოქრუაშვილი კახა კალაძეს პასუხობს