საკონსტიტუციო სასამართლოში ახალმა მოსამართლემ, ევა გოცირიძემ ფიცი დადო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 12, 2018 18:55

საკონსტიტუციო სასამართლოში ახალმა მოსამართლემ, ევა გოცირიძემ ფიცი დადო

მნიშვნელოვანი

  • ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალმა მოსამართლემ ევა გოცირიძემ ფიცი დადო. ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.

სხვა სტატიები

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალმა მოსამართლემ ევა გოცირიძემ ფიცი დადო. ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ განვითარებაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევა გოცირიძე ამ პოსტს 10 წლის განმავლობაში დაიკავებს. ის ამ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის კვოტითაა წარდგენილი და მას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა. ევა გოცირიძემ ლალი ფაფიაშვილი შეცვალა.

„ალბათ, ძნელია, მოიძებნოს საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე ისეთი კანდიდატი, რომლის მიმართაც ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება ერთგვაროვანი აზრი,“- განაცხადა ევა გოცირიძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 12, 2018 18:55

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,977
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics