საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები თეიმურაზ ტუღუში და ლალი ფაფიაშვილი გახდნენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის მოადგილეები თეიმურაზ ტუღუში და ლალი ფაფიაშვილი იქნებიან. ახალი თავმჯდომარეები პლენუმის სხდომაზე აირჩიეს.

კოლეგიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი მოადგილე მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, ხოლო მეორე მოადგილე თეიმურაზ ტუღუში გახდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა კი მერაბ ტურავამ დაიკავა.

თითოეული მათგანის ასარჩევად კოლეგიას რამდენიმე საათიანი მსჯელობა დასჭირდა და ყველა მათგანმა ხმათა უმრავლესობა ანუ 5 მოსამართლის მხარდაჭერა მიიღო.

დაკომპლექტდა კოლეგიებიც. პირველ კოლეგიას, რომელსაც ლალი ფაფიაშვილი უხელმძღვანელებს, მასთან ერთად ამ კოლეგიაში იქნებიან გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა და მაია კოპალეიშვილი.

მეორე კოლეგია კი სამი მოსამათლისგან შედგება. ირინა იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში და თამაზ ცაბუტაშვილი.

banner
წინა სტატიაში„ბავშვს ზურგის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა” – ამბავი, რომელიც განხილვის თემად იქცა
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძე უსუფაშვილის მომავალ პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს