საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს – უშიშროების საბჭოს მდივანი

უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინე იმერლიშვილი, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე, რომ მას ვიდეომასალების გასაჯაროებით ემუქრებიან, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

ამის შესახებ განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

“მე ვფიქრობ, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება, პროკურატურას კანონში უწერია, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება. საქართველოს პრეზიდენტი იმ დღესვე დაინტერესდა, როდესაც ასეთი განცხადება გაკეთდა და ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული, აღარ არსებობდეს ეჭვები, თუკი ვინმეს ასეთი აქვს, აუცილებელია, გამოძიება დაიწყოს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს,” – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ლევან მექვაბიშვილის ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა