საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. დღევანდელ პლენარულ სესიაზე ორგანულ კანონპროექტს 81 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილებებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მხარს უჭერენ. “ნაციონალური მოძრაობი” წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად დღევანდელ სხდომასაც არ ესწრებიან.

ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება – თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.

კიდევ ერთი საკითხი იმ მოსამართლეებს შეეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ. სიახლეა ისიც, რომ 2/3-მდე იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. გარდა ამისა, მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში განისაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი სრულად გამოცხადებისა და სასამართლოს ვებგვერდზე ატვირთვის შემდეგ შევა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: თბილისში მივდივარ და ყრილობაზე წავალ თუ არა, გზადაგზა გადავწყვეტ
შემდეგი სტატია“ნებისმიერი მცდელობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შესუსტებას ემსახურება, შემაშფოთებელია”