“საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თბილისში ძაღლებს ასეირნებს, ამასობაში სხდომაა ჩანიშნული”

თინა ხიდაშელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ოთარ სიჭინავას სხდომაზე გამოუცხადებლობას “ფეისბუქით” ეხმაურება:

“არც კი ვიცი ამას რა ქვია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თბილისში ძაღლებს ასეირნებს, ამასობაში სხდომაა ჩანიშნული და ბათუმში გამგზავრებას არ გეგმავს.
ჟურნალისტს ამცნობს — სასამართლო ოფიციალურად გეტყვით მე ძაღლების სეირნობა რატომ ვარჩიე სასამართლოში მანტიის ჩაცმას და საქმის კეთებასო. საგიჟეთია აბა რა არის :((( გასაოცარი საგიჟეთი”,- წერს თინა ხიდაშელი

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია “ენმ”-ს ბრალდებასთან დაკავშირებით განცხდებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” თამარ ცინცაბაძემ დატოვა