საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო
დღეს, 11:59 51

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
დავის საგანი საპროცესო კოდექსის ორი საკითხია – ერთი შეეხება დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმას, მეორე დროებითი მმართველის დანიშვნას სამაუწყებლო კომპანიაში.

ამ წუთებში სასამართლო მხარეთა პოზიციებს ისმენს.

„რუსთავი 2-ის მიმართ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე აშკარად გამოჩნდა, რომ ეს არ იყო სამართლებრივი დავა. ასე, რომ ხვალ და ზეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისევ ურთმელიძის თუ სხვა მოსამართლის მიერ, არავინ იცის, ამიტომ, ნორმის კონსტიტუციურობა – არაკონსტიტუციურობა არ გულისხმობს, რომ კონკრეტულ ეტაპზე არსებობს საფრთხე. საკონსტიტუციო სასამართლოს, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად ცნობს იმ ნორმებს, რომლებიც შეიცავს საფრთხეს სხვისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევის. ეს საფრთხე არ მოხსნილა,“ – განმარტავს რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

ამ პოზიციას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე, პარლამენტის წარმომადგენელი. მათ მიაჩნიათ, რომ ნორმები არაკონსტიტუციური არ არის და ყველა მოსამართლეს უნდა ქონდეს გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საშუალება, კონკრეტულ შემთხვევებში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი თურქეთს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას”