„საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ შეძლებს, რომ ზეწოლა განახორციელოს თავის რომელიმე წევრზე”

იუსტიციის მინისტრმა საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი რეფორმის დეტალები განმარტა.

თეა წულუკიანი ამით რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვარაუდი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტრომ რეფორმა რუსთავი 2-ისა და უგულავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ დაგეგმა.

„საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ შეძლებს, რომ ზეწოლა განახორციელოს თავის რომელიმე წევრზე, რომელსაც უბრალოდ ჭირდება დრო, რომ განსხვავებული აზრი შეადგინოს. ვეღარ შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლო იმას, რომ არ მიაქციოს ყურადღება, რას ფიქრობს უმცირესობაში დარჩენილი მისივე მოსამართლე. გვერდი აუაროს საკანონმდებლო მაცნეს. ასევე, მაგალითად რომელიმე საკონსტიტუციო მოსამართლემ გაიხანგრძლივოს თავის ვადა ხელოვნურად,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში,როდესაც პარლამენტში პრეზიდენტი მოდის, შეხვედრას ცოტა მეტი აკადემიურობა უნდა ჰქონდეს”
შემდეგი სტატიაშესაძლოა დოლარიდან ამოიღონ ფრაზა In God We Trust