საკონსტიტუციო სასამართლო ევროკომისრის დასკვნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს კომისრის ნილ მუჟნიეკსის მიერ 2016 წლის 12 იანვარს გაკეთებული დასკვნის მე-7 პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს ეხება, რომლებიც უკავშირდებოდა სასამართლოს ბოლო დროს გამოტანილ გადაწყვეტილებებს.
ნილ მუჟნიეკსის დასკვნის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
“ევროკომისრის ყურადღება მიიპყრო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში ჩარევის კონკრეტულმა ფაქტებმა. მაგალითად, მსგავს ინციდენტებს ადგილი ჰქონდათ 2015 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაასაჯაროვა გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ””. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან განხორციელდა მიზანმიმართული ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე. მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან საპროტესტო აქციებს აწყობდნენ ადამიანთა ჯგუფები, ისვროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი საცხოვრებლების მიმართულებით, მოსამართლეთა მიმართ გაკეთდა მუქარის შემცველი განცხადებები და ფიზიკური ანგარიშსწორების პირდაპირი მოწოდებები”- აღნიშნულია ნილ მუჟნიეკსის დასკვნაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კომისარი ხაზს უსვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება უნდა მოხდეს და დაწესდეს სანქციები შესაბამისი პროცედურების გზით. იგი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია მაღალჩინოსნების მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას მოსამართლეებისათვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნა.

banner
წინა სტატიაში„ბოლო წლებში, მეტ მოცულობას ვყიდულობდით აზერბაიჯანისგან და სულ უფრო ნაკლებს – „გაზპრომიდან“
შემდეგი სტატიაელისო კილაძემ ზაზა დავითაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა