საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება

ვინ უხელმძღვანელებს საკონსტიტუციო კომისიას და როგორ დაკომპლექტდება ის, ჯერ ისევ უცნობია. საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხზე საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა.

მათი თქმით, კონსულტაციები კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს და თვის ბოლომდე დასრულდება.

კომისიის თავმჯდომარედ კი პარლამენტის სპიკერი მოიაზრება. რაც შეეხება პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობას, უმრავლესობის განმარტებით კანონის შესაბამისად ის ვერ დაიკავებს ამ პოზიციას, თუმცა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩართული იქნება.

„კონსულტაციები საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ წლის ბოლომდე შესაძლებელია მოხერხდეს შემადგენლობაზე ჩამოყალიბება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის განცხადება, რომ ის თანხმობას გამოთქვამდა თანათავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა აქ შეიძლება იყოს ერთი იურიდიული ხარვეზი გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივის უფლებიდან, ამიტომ ეს კომისია ყველა ვარიანტში უნდა შეიქმნას საპარლამენტო ფორმატში,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაგენდერული ბალანსი და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის პრობლემა – საია-ს კვლევა