საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფები ცვლილებებზე მუშაობას იწყებენ

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების სხდომების გამართვის თარიღები ცნობილია. 21 იანვარს ადამიანის უფლებებსა და სასამართლოს რეფორმის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სხდომა გაიმართება. დანარჩენი ჯგუფებიც თვის ბოლომდე, 23, 27 და 28 იანვარს შეიკრიბება.

მათ მუშაობაში ოპოზიციასთან ერთად, ჩართულია სამოქალქო სექტორი. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც ოპოზიციაც და სამოქალაქო სექტორიც აპირებს ყურადღების გამახვილებას, საარჩევნო სისტემის ცვლილებაა.

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა კონსტრუქციული იქნება.

„73 დარგის ექსპერტი, კონსტიტუციონალისტები მსჯელობენ არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებზე იმ ძირითადი გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც ეხება როგორც პრეზიდენტის არჩევის, ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილებას. ჩვენ ველოდებით რეკომენდაციებს, რომელიც იქნება დაფუძნებული ექსპერტულ შეფასებებზე,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და ცვლილებებზე საუბრობენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. დევნილთა მინისტრი ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად საზოგადოება მიიღებს კონსტიტუციას, რომელიც თაობებს მოემსახურება.

„მაქვს ერთადერთი მოლოდინი, კონსტიტუცია, რომელსაც ყველა ხელისუფლება ირგებდა თავის თავზე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასწორდეს და მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც მოემსახურება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან მთავრობას, არამედ მთელ თაობებს. ფაქტი ერთია, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყევტილება არის, რომ ეს არ იქნება ხელისუფლების ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება ფართო კონსენსუსი საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის,“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გვინდა დღეიდან ყველა სკოლას, ყველა ბავშვს შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა”
შემდეგი სტატიამელია: ჩემთვის ერთი თვით ადრე იყო ცნობილი, რომ ივანიშვილი უგულავას ციხიდან უშვებდა