„საკონსტიტუციო კომისიამ 40 ათასი ლარი დახარჯა კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნისთვის“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილბებეის რედაქცია მედიას გააცნო, რომლის ფარგლებშიც აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობის ფარგლებში 40 ათასი ლარი დახარჯა:

„ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. რომ შეადაროთ მოქმედი კონსტიტუცია და ახალი შეთავაზებული რედაქცია, არის პრაქტიკულად თითქმის ყველა მუხლი გადასინჯული, თითქმის ყველა პუნქტს შეეხო ცვლილებები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ ცვლილებების 80-90% ეფუძნება ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წინადადებებს, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს პროცესის ინკლუზიურობას.

360 ათასი ლარი დაიხარჯა წინა კომისიის მუშაობისთვის, მაშინ, როდესაც შედეგი იყო ნულოვანი, ახალმა კომისიამ 40 ათასი ლარი დახარჯა იმაში, რომ საქართველოს კონსტიტუციის სრულიად ახალი რედაქცია ჩამოეყალიბებინა. ეს ყველაფერიც მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი იყო ძალიან რაციონალურად დაგეგმილი და ჩვენ დავზოგეთ ჩვენი გადამხდელების თანხები იმით, რომ რაციონალურად მივუდექით ამ ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებები – “ევროპული საქართველო” კარდაკარის პრინციპით გამოკითხვას იწყებს
შემდეგი სტატია„კონსტიტუციური რეფორმა“- პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს და NGO-ებს შეხვდება