საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა თავისუფალმა დემოკრატებმაც დატოვოს

საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ დატოვოს. შალვა შავგულიძის განმარტებით, პარტია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საბოლოო პროექტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, თუმცა მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და კომისიაში მუშაობას აგრძელებენ.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ კომისიის დატოვებას, მმართველ გუნდში ოპოზიციის ამ ნაბიჯს პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებენ. უმრავლესობაში ასევე ფიქრობენ, რომ კომისიის მუშაობის დასრულების ეტაპზე, ბოიკოტის გამოცხადებას აზრი არ აქვს და ეს მხოლოდ პროცესებს მიღმა დარჩენას ემსახურება. საკონსტიტუციო კომისია უკვე დატოვა პარტიამ ”სახელმწიფო ხალხისთვის”.

banner
წინა სტატიაშიდღეს წითელი პარასკევია
შემდეგი სტატიახმაური ხელვაჩაურში – შემოიჭრა შპს “ბიზონის” ხელმძღვანელი ხალვაში დაცვის 8 თანამშრომელთან ერთად