„საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინასწარი ვერსია უახლოეს მომავალში იქნება მზად“ – ირაკლი კობახიძე

„საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“ – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინასწარი ვერსია უახლოეს მომავალში იქნება მზად:

“ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს და დასრულდეს სათანადო შედეგით. მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რომლის საფუძველზეც მზადდება საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე თვითონ ამ ცვლილებების შინაარსი. როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, პარლამენტმა მას დაუსახა ორი ძირითადი მიზანი. პირველი ეს იყო კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე ამოცანა არის ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ მივიდა