საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს ზესტაფონში გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კანონმდებლები დღეს ზესტაფონელებთან ერთად განიხილავენ. მორიგი სახალხო განხილვა 12 საათზე გაიმართება. ოპოზიცია დამატებითი შეხვედრების მიზანს ვერ ხედავს. “ევროპული საქართველოს” წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, ისეთ ძირითად ცვლილებებზე, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი და გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი, პლებისციტის ჩატარება უალტერნატივოა. საპარლამენტო უმრავლესობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. გია ვოლსკის თქმით, მოსახლეობაში ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობაა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე დამატებითი განხილვების ჩატარების შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 16 მაისს გააკეთა. მისი თქმით, საჯარო განხილვა თბილისის 10 რაიონში და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დამატებით გაიმართება. შეხვედრები ჩატარდება ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, მარნეულში, ახლაქალაქში, ოზურგეთში, ფოთში, ყაზბეგსა და მესტიაში.

banner
წინა სტატიაშილაშა თორდია დღეს არასამთავრობოებს შეხვდება
შემდეგი სტატიასამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა