საკმარისად ვილაპარაკე პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან – კალაძე

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან.

ამის შესახებ კახა კალაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება პრეზიდენტს, მას აქვს იმის ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს ამ ხელშეკრულების დეტალები, მას აქვს წვდომა და არ უნდა ეს არაკვალიფიციური და უარგუმენტო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ და ეს სამწუხაროა”, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით, აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაწვრილებითი ინფორმაცია ჰქონდა.

80-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას სთხოვს.

რუსულ კომპანია “გაზპრომთან” ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოიწურა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ “გაზპრომისგან” გაზის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ძველი კონტრაქტის თანახმად, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა.

banner
წინა სტატიაშიის განცხადებები,რასაც ჩვენ ვისმენთ არის ქვეყნის სტაბილურობის შეფერხების მცდელობა და დემაგოგია-კალაძე ,,გაზპრომზე”
შემდეგი სტატია„გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა – კახი კალაძე