საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე დადგა მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს – სოფიო კილაძე ონიანზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გოგა ონიანისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას გამოეხმაურა. კილაძე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არავითარი პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია.
პარლამენტარმა თემის კოემნტირებისას განაცხადა რომ “ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა მომენტი, როცა მან პასუხი უნდა აგოს”.

“როდესაც არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ მოგვწონს ის თუ არა. ზოგადად, ამ ადამიანის მიმართ პირადად მე ძალიან დიდი ხანია მაქვს კითხვები. კადრები, რომელიც ვიხილეთ, თუ რას აკეთებდა ეს ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ის დააკავეს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ. ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაში“ვიცნობ საქმის მასალებს და ვფიქრობ,ის უდანაშაულოა !”- ელისო კილაძე გოგა ონიანის დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა