საყვარელიძე: პოროშენკოს ჯერ არ შევეხებით

15046179_672515439575313_1934307782_n,,ჩვენ უკრაინის პრეზიდენტს ჯერ არ შევეხებით და მის გადადგომას არ მოვითხოვთ, თუმცა რადას ვადამდელი არჩევნების დასანიშნად ბრძოლას ვიწყებთ, რათა შევიდეთ იქ, როგორც მონოლითური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება რადიკალური მაგრამ კომპეტენტური რეფორმების ხედვა,, აცხადებს უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი დავით საყვარელიძე.
,,მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილს შეუძლია გახდეს სოციალური ლიფტი და მას, ყოველგვარი გასაღებებისა და პარტიული მომენტების გარეშე, შეუძლია თავის გარშემო ლეგიტიმურ უკრაინელთა გაერთიანება,, აცხადებს უკრაინულ მედიასთან საყვარელიძე.
საყვარელიძის აზრით, პრეზიდენტი პოროშენკოს აწუხებდა, რომ სააკაშვილი მხარდამჭერების რაოდენობას ზრდიდა… ,,პოროშენკო სააკაშვილის ძალაში მაშინ დარწმუნდა, როდესაც მიხეილმა პრემიერ იაცენიუკისა და მისი აბსოლიტურად დესტრუქციული მთავრობის გადაყენებაში დიდი როლი ითამაშა,, აღნიშნა გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ოდესაში ახლა დაბშნავენ ჩინოვნიკს მილიონებით დეკლარაციაში… ღიპიან ტიპს, რომელიც ისტებლიშმენტის ნაწილი იქნება და ოდესაზე დიდხანს არავინ არაფერს გაიგებს. ის ისეთივე უსახური გახდება, როგორიც ზაკარპატიე და პოლტავის ოლქებია,, დარწმუნებულია დავით საყვარელიძე.

banner
წინა სტატიაშიკაჩინსკის თვითმფრინავის ნამსხვრევებში ტროტილის კვალი იყო
შემდეგი სტატიასააკაშვილმა პოროშენკოს სპიკერს ფინია უწოდა