საყვარელიძე მის და სააკაშვილის წინააღმდეგ რეპრესიებს ელოდება

დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიესგენპროკურორის ყოფილი მოადგილე და ოდესის ყოფილი პროკურორი, დავით საყვარელიძე მთავრობის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის და მის წინააღმდეგ რეპრესიებს ელოდება – მან ამის შესახებ გენპროკურორის ექს-მოადგილის ვიტალი კასკოს წინააღმდეგ საქმის კომენტირებისას განაცხადა.
“კასკოს წინააღმდეგ საქმე – ეს სისტემასთან ანგარიშის გასწორებაა. ეჭვი არ მეპარება, რომ იგივე იქნება ჩემთან დაკავშირებით და მიხეილთან (სააკაშვილთან) მიმართებაშიც. ეს ის მეთოედბია, რომელიც მაიდანამდე და მაიდანის დროს არსებობდა – ეჭვის შეტანა და ა.შ” – თქვა მან.

საყვარელიძის თქმით, პროკურორი პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის საშუალება გახდა, რომლებიც სისტემას აკრიტიკებენ. საყვარელიძის განცხადებით, ეს ყველაფერი პრეზიდენტ პოროშენკოს სანქციით ხდება. ასევე, მან ირიბად დაადასტურა სააკაშვილის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნისა და მისი ამ პარტიაში გაერთიანებაზე.

banner
წინა სტატიაშიFreedom House-ის ვრცელ ანგარიშში საუბარი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ის ბიძინა ივანიშვილის გავლენაზეც არის საუბარი
შემდეგი სტატიაბრიუსელის ტერორისტების პირველადი მიზანი ევრო-2016-ის სტადიონები იყო