საყოველთაო ჯვრისწერა – დღეს ჯვარს 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს

17 მაისს 400-ზე მეტი წყვილი ჯვარს დაიწერს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ღონისძიებები დაგეგმილია ქაშუეთის ეკლესიასთან, დაილოცება 300 ოჯახი, რომელთაც 6 შვილი ჰყავთ. 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში კი ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება.
საპატრიარქო 17 მაისის განრიგს ავრცელებს – 10:00 დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები); 11:30 მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან; 12:00 დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან; 12:00 პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები; 13:00 ქაშვეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.

banner
წინა სტატიაშიდღეს ამაღლებაა
შემდეგი სტატიაცაგერში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიბარდა