საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტებებს აკეთებს

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის შესახებ დამატებით განმარტებებს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ზაზა სოფრომაძის თქმით, ცვლილებები თებერვლიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება.

ცნობილია, რომ ახალი კონტრაქტი გაფორმდება მხოლოდ იმ კლინიკებთან, ვინც სახელმწიფო მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

საავადმყოფოების ნაწილს არსებული ვითარების გამოსასწორებლად ბოლო შანსი ეძლევა, თუმცა ნაწილთან გადაწყვეტილება კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია.

დავით სერგეენკომ კლინიკები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში გუშინ დაადანაშაულა.

„ძალიან ბევრი კლინიკა გამოყოფილ რესურსებს ხარჯავს არაპირდაპირი ხარჯების ასანაზღაურებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ თანხების დიდი ნაწილი არ მიდის პაციენტის მომსახურებისთვის და სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი კლინიკების შერჩევისას,“-განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

banner
წინა სტატიაშიუცნობია რა წერია დოკუმენტში და ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს- ოპოზიცია “გაზპრომთან” ხელშეკრულებაზე
შემდეგი სტატიაგერმანიაში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს