“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში თავიდანვე იყო ჩადებული, რომ მასში მონაწილეობენ მხოლოდ ის მოქალაქეები, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევა”

საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობენ მხოლოდ ის მოქალაქეები, ვისაც არ აქვს კერძო სამედიცინო დაზღვევა, ეს ლოგიკა 2013 წლიდან იყო ჩადებული საყოველთაო ჯანდაცვაში, კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვაში შეუძლია ჩაერთოს მხოლოდ ის, ვისაც კერძო დაზღვევა არ აქვს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამის შემდეგ, 2014 წლის 1 სექტემბერს დასრულდა გარადამავალი ეტაპი კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის ადმინისტრირების, რომელიც თანახმადაც, კერძო დაზღვევის მქონე პირთა ბაზები განახლდა, მესამე განახლება კი, წლის ბოლოს დასრულდება.

„ვიდრე განახლება არ დასრულდება, რჩება ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ორმაგი წყაროთი სარგებლობდნენ – მათ ჰქონდათ კერძო და ასევე სარგებლობდნენ სახელმწიფო, საყოველთაო დაზღვევითაც. აღმოჩნდა ადამიანების რაოდენობა, სამწუხაროდ, არც ისე მცირე, რომლებმაც 2013-2014 წლების შემდეგ დაკარგეს სხვადასხვად მიზეზით კერძო დაზღვევა და ვერ მიიღეს სრული პაკეტით საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობა, ისინი სარგებლობენ მხოლოდ მინიმალური პაკეტით. სწორედ ამ სურათის მოსაწესრიგებლად არის მიმართული სადაზღვევო ბაზების კიდევ ერთხელ განახლება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ სურათის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიისთვის“,-აღნიშნა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარეს ვიწროპარტიულ ინტერესებში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაკომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა