სახის ამოცნობა – რატომ ვერ დაიმალები ჩინეთში 60 ათას ადამიანში

ჩინეთის პოლიციამ 60 ათას ადამიანში დანაშაულში ეჭვმიტანილი ამოიცნო – ამის გაკეთება შესაძლებელი გახდა კომპიუტერებში არსებული სახის ამომცნობი სისტემის მეშვეობით.
პოლიციის ინფორმაციით ეჭვმიტანილი აო, რომელიც 31 წლის არის, გასულ კვირას მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად ქალაქ ნანჩანში პოპ-მუსიკოს ჯეკი ჩუნის კონცერტზე მივიდა, სადაც ის დააკავეს. მამაკაცი შესასვლელში კამერამ ამოიცნო. ის საკუთარ ადგილზე დაჯდომიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. აო ეკონომიკური დანაშაულია გამო იძებნებოდა.ეჭვმიტანილი შოკირებული იყოს იმის გამო, რომ 60 ათას ადამიანში ამოვიცანით, თან ასე სწრაფად.

ჩინეთის პოლიცია სახის მოცნობის სისტემას ძალიან ხშირად იყენებს. მარტში ქალაქ ჩჟენჩჟოუს რკინიგზის სადგურზე 33 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ბავშვების მოპარვაში არიან ეჭვმიტანილი – პოლიციელებმა სპეციალური სათვალეები გამოიყენეს, რომელსაც, ასევე სახის ამოცნობის პროგრამა უყენია.

ჩინეთი სახის ამოცნობი ტექნოლოგიაში ლიდერობს და რეგულარულად ახსენებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ დამალვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია – “ბიბისი” წერს.
ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში 170 მილიონი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. მომდევნო სამი წლის მანძილზე დაგეგმილია კიდევ 400 მილიონის დამონტაჟება.

banner
წინა სტატიაშიალპებში დაკარგული გერმანელი მილიარდელის ძებნა შეწყვიტეს
შემდეგი სტატიაპუტინი: მსოფლიოში სიტუაცია ქაოსისკენ მიდის