“სახელმწიფოსთან დაპირისპირებული განცხადებაა”- გიორგი ვოლსკი გიორგი პაპუაშვილზე საუბრობს

“სახელმწიფოსთან დაპირისპირებული განცხადებაა,“- ასე შეაფასა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კომენტარი, სადაც ის მოსამართლეებზე ზეწოლაზე საუბრობს.

გიორგი ვოლსკის თქმით, გიორგი პაპუაშვილი ვალდებულია მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში ისინი წარმოადგინოს. ვოლსკი პაპუაშვილის განცხადებას „მკვახეს“ უწოდებს.

“სახელმწიფოსთან დაპირისპირებული განცხადებაა, ვინაიდან ჩვენს სახელმწიფოში ასეთი არ არსებობს, თუ კი არსებობს ის ვალდებულია, რაიმე დამადასტურებელი წარმოადგინოს, ერთხელ საუბრობდა თავის პირად ჩანაწერებზე, თავადვე განაცხადა, ვიღაცამ დადო Facebook-ზე თუ როგორ იქცევა და თქვა, რომ ნასვამი იყო და ამას უწოდა პირადი ცხოვრების ჩანაწერები. შემდეგ იყო პოლიტიკური განცხადება, რომელიც ასევე დაუსაბუთებელი აღმოჩნდა, სამწუხაროა, რომ მაღალი და პასუხისმგებლობისა და თანამდებობის ადამიანი მკვახე განცხადებებს აკეთებს,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტის განცხადება, რომ სამართალდამცველების მხრიდან მისი ოჯახის წევრზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, გამაოგნებელია”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება